გაყიდვები, რომლებიც ჯიბეში გაქვს

კომპანიები, შეკვეთები, ვალები და შეხსენებები ერთ სისტემაში. ტელეფონზე აპივით იხსნება და დროზე გაგაფრთხილებს.

სისტემაში შესვლა

ყველაფერი, რაც მენეჯერს დღეში სჭირდება

  • შეხსენება დროზე

    „დაურეკე ხვალ 10:00-ზე“ ტელეფონის ეკრანზე მოდის, ერთი დაჭერით დარეკავ.

  • კლიენტი ერთ ეკრანზე

    ისტორია, ფასის დონე, ვალი, ბოლო ვიზიტი და ხშირი პროდუქტები, გზაში ტელეფონიდან.

  • შეკვეთა ორ წუთში

    იპოვე პროდუქტი სახელით ან კოდით, ფასი კლიენტის დონის მიხედვით თავისით ჩაიწერება.

  • ვალები წლების მიხედვით

    ვის რამდენი აქვს, რა არის ვადაგადაცილებული და ვის დავურეკოთ დღეს.

  • რეპორტი, რომელსაც აგზავნი

    დიაგრამებიანი გვერდი ერთი დაჭერით, ბმულით Telegram-ში ან მეილში.

დააყენე ტელეფონზე

iPhone-ზე გახსენი სისტემა Safari-ში და აირჩიე „გაზიარება → Home Screen-ზე დამატება“. Android-ზე Chrome-ში „აპის დაყენება“. შემდეგ შეტყობინებებსაც ჩართავ.